სამოდელო გაკვეთილები

გაკვეთილის თემა
გარემოებით დამოკიდებული წინადადება
სწავლების საფეხური/ დისციპლინა
საბაზო,მე-8 კლასი,ქართული
მოსწავლეთ არაოდენობა
 12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
განიმტკიცონ წინარე ცოდნა,განუვითარდებათ ცოდნის გაანალიზების,გაგება_ინტერპრეტაციის უნარი.მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისწავლონ წერით,კითხვით,მოსმენით და კეთებით.
 ესგ მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
ქარ.VIII.8 მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის  ასახსნელად.
ქარ.VIII.9მოსწავლე იყენებს კიტხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს(გაცნობითი,შესწავლითი,ძიებით კითხვა)
ქარ.VIII.13.იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად,დაკაბადონებისა და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
 თანმიმდევრობა
 ვიყენებ სწავლების სამფაზიან მოდელს,თავდაპირველად მოსწავლეების გამოსაწვევად გონებრივი იერიშის სტრატეგიას გამოვიყენებ.ვუსვამ მოსწავლეებს შეკითხვას :რა ვიცით გარემოების შესახებ? და ამ შეკითხვაზე ვღებულობ ყველა შესაძლო პასუხს მოსწავლეებისგან.შემდეგ დავიტანთ ინფორმაციას და ვახდენთ ამ ინფორმაციის კლასიფიკაციას.შემდეგ ისევ გონებრივი იერიშის მეთოდით მათ ვეკითხები თუ რა იციან რთული ქვეწყობილი წინადადების სტრუქტურის შესახებ.აქ ვასრულებთ პროვოცირების ეტაპს(5 წთ).ახალი მასალის ასახსნელად ვიყენებ ჯგუფური მუშაობის მეთოდს:ჯიქსო.მოსწავლეები გადაითვლიან ერთიდან ოთხამდე.ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ჯგუფში ვინ არის პირველი,ვინ_მეორე და ..კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.1-ლი ჯგუფი:ადგილის გარემოებები.მე-2 ჯგუფი:კავშირი და მისათითებელი სიტყვები.მე-3 ჯგუფი:მთავარი და დამოკიდებული წინაადადება.სამივე გუნდს ურიგდება თავისი საკითხავი,დავალება უნდა წაიკითხონ ნიშანთა სისტემის გამოყენებით.პასუხი გასცენ ყველა კითხვას მასწავლებლის დაუხმარებლად და შეიმუშავონ სასწავლო სტრატეგია,რომლითაც ამ ტექსტს ასწავლიან სხვა ჯგუფებს.(15წთ)ვშლი დედა ჯუფებს და ვამბობ:ყველა პირველი ერთად,ყველა მეორე ერთად და ..ისინი ერთმანეთს ასწავლიან და სწავლობენ,ემზადებიან პრეზენტაციისთვის.შეიქმნება 4 პლაკატი.(15 წთ)რეფლექსიისთვის ჯგუფებს ვურიგებ წინადადებებს,სადაც იქნება სხვადასხვა ტიპის შეცდომა.მაგ:არასწორი კავშირები ,არასწორი სასვენი ნიშნები.მათ უნდა გაასწორონ და განმარტონ შეცდომები.(7 წთ)
 შეფასება
 იხილეთ დამატებით ტექსტური არე (3წთ)
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო,დამხმარე სახელმძღვანელები:.ხაჭვანი..თვალთვაძე.www.center.ge.რვეული ,კალამი,ფლიფჩარტები,კომპიუტერი

კრიტერიუმები
1-3
4-5
6-8
9-10
ტექსტის ცოდნის შემოწმება
მოსწავლეს არა აქვს ტექსტი 
შესწავლილი
მოსწავლე ამჟღავნებს ტექსტის ცოდნას,თუნცა უშვებს ბევრ უზუსტობას
მოსწავლე კარგად იცნობს ტექსტს,თუმცა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
მოსწავლე სრულყოფილად იცნობს ტექსტს.აქვს მდიდარი ლექსიკა
სათქმელის ნათლად  
გადმოცემა
უჭირს გამართული საუბარი
მეტნაკლებად გამართულად საუბრობს
გამართულად მეტყველებს,მაგრამ უშვებს ელემენტარულ შეცდომებს
საკითხს აშუქებს ამომწურავად
კითხვებზე პასუხის გაცემა
ვერ პასუხობს კითხვებს
პასუხობს კითხვების ნახევარს
ადეკვატურად პასუხობს კითვებს
ამომწურავად პასუხობს კითვებს
პრეზენტაციის გაკეთება
უჭირს ან ვერ აკეთებს პრეზენტაციას
შეზლებისდაგვარად აკეტებს პრეზენტაციას
ხარვეზებით აკეთებს მოძიებულ და შესწავლილ მასალას და პრეზენტაციას
მოწესრიგებულია და ზუსტად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარს

2. სამოდელო გაკვეთილი:




გაკვეთილის თემა
„მზეო თიბათვისა“
სწავლების საფეხურიდისციპლინა
მე-8 კლასი
მოსწავლეთ არაოდენობა
 12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეებმა მრავალმხრივად გაიაზრონ
 ტექსტი,გამოხატონ საკუთარი
 დამოკიდებულება წაკითხული ტექსტის მიმართ.


 ესგ მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
VIII.1
VIII.6
VIII.7
VIII.8
 თანმიმდევრობა
გონებრივი იერიშით მოწავლეები იხსენებენ გალაკტიონის
 ბიოგრაფიულ მომენტებს,ფრაგმენტებს
 პირადი ცხოვრებიდან და 1917 წლის ისტორიიდან (5 წუთი)
 შემდეგ ვაჩვენებ პოვერ პოინტში ატვირთულ მასალას,
სადაც ფოტოების საშუალებით იქნება
განმარტებული თუ ვის მიეძღვნა
ეს ლექსი და რატომ?კითხულობს ლექსს
(5 წუთი)
3.ლექსის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ქმნის 3 ჯგუფს: ა)-
„ლიტეერატორები“ -მუშაობენ მხატვრულ ხერხებზე,ლექსის მხატვრულობაზე
.ამოწერენ შედარება -ეპითეტების ნიმუშებს
 ბ) „მემატიანეები“-ამუშავებენ პრეზენტაციას  ეპოქაზე,იმ წელზე,როდესაც
 დაიწერა „მზეო თიბათვისა“პარალელს ავლებენ 1917 წელსა და
1989 წლის 9 აპრილს შორის ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის საშუალებით.
გ) „შემოქმედთა ჯგუფი“ -ადგილზე ქმნიან
 შემოქმედებით  პროდუქტს,ისეთ ლექსს
ან ჩანახატს,რომელიც თემატურად ახლოს იდგება

 „მზეო თიბათვისასთან“ (20 წუთი)

 თითოეული ჯგუფი აკეთებს
 საკუთარი ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაციას (10 წუთი)
 შეფასება
 იხილეთ დამატებით ტექსტური არე (3წთ)
საკლასო მენეჯმენტისაგანმანათლებლორესურსები
1 კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, კალამი, სახელმძღვენელო.


შეფასება: 



წყვილებში მუშაობის შეფასება 
1
ქულა - ჯგუფის ყველა წევრს აქვს მაღალი მოტივაცია, აქტიურია, შეაქვს წვლილი დავალებისათვის თავის გართმევის პროცესში 
1
ქულა - ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და იცავენ რიგითობას ; 
1
ქულა - უცვლიან ერთმანეთს იდეებსა და ინფორმაციას; 
1
ქულა -მხოლოდ საკითხის ირგვლივ საუბრობენ; 
1
ქულა - კარგად თანამშრომლობენ(არცერთი არ წარმართავს დისკუსიას,აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია შექმნილი; 
1
ქულა - წევრები საგნობრივად მართებულად ართმევენ თავს დავალებას, ღრმად გაიაზრეს დასამუშავებელი ტექსტი; 
1
ქულა - ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ ნამუშევრის მთავარ იდეებს; 
1
ქულა - ართმევენ თავს კრიტიკულ შეკითხვებს, ამჟღავნებენ საკითხის ღრმა ცოდნას ; 
1
ქულა -პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს; 
1
ქულა - საჭიროების შემთხვევაში ქმნიან საგანთა შორის კავშირს;


პრეზენტაციის უნარის შეფასება
)თემის წარდგენა
9-10
. - დაიწყო საინტერესო, ორიგინალური შესავლით, გამოიყენა სხვადასხვა დამამტკიცებელი მასალა;
7-8
. - დაიწყო ტრაფარეტული სესავლით;
5-6
. - შესავალი არ იწვევს ინტერესს;
3-4
. - დაიწყო შესავლის გარეშე;
1-2
. - ვერ წარადგინა მოხსენება.

) აუდიტორიასთან ურთიერთობა:
9-10
. - წარმატებით იყენებს ვერბალურ და არავერბალურ (ხმის აწევ -დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია)
 საშუალებებს აუდიტორიასთან ურთიერთობის დასმყარებლად, ბოლომდე შეინარჩუნა აუდიტორიის ინტერესი;
8-7
. - ადეკვატურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის
დასამყარებლად, ცდილობს შეინარჩუნოს მსმენელთა ყურადღება;
5-6
. - მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. ცდილობდა ყურადღების შენარჩუნებას ხმის აწევ-დაწევით ან რეპლიკით;
3-4
. - გაუჭირდა კონტაქტის დამყარება აუდიტორიასთან;
2-1
. - იყო დაბნეული, ვერ მოახერხა აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.

) მეტყველება
9-10
. -საუბრობს გასაგებად, ხმამაღლა, ენის ნორმების დაცვით, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს;
8-7
. -მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ სინტაქსურ-გრამატიკულ კობსტრუქციებს, ზოგჯერ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს ან ვერ არჩევს ადეკვატურ ლექსიკას;
5-6
. -იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, მეტ-ნაკლებად გამართულად მეტყველებს, ხშირად უშვებს ენობრივ შეცდომებს, ზოგჯერ ვერ იყენებს ადეკვატურ ლექსიკას;
3-4
. -მეტყველებს მწირი ლექსიკით, ენობრივი ნორმების დარღვევით;
2-1
. -მეტყველებს გაუგებრად, უშვებს ენობრივ შეცდომებს.

)მსჯელობა
10-9
. -მსჯელობს ნათლად და ლოგიკურად, საკითხს ამომწურავად აშუქსბს, არის თანმიმდევრული, გააკეთა ლოგიკური დასკვნა;
8-7
. -ძირითადად მსჯელობს ლოგიკურად, თანმიმდევრულად, ზოგჯერ არგუმენტი და დასკვნა იყო არადამაჯერებელი;
6-5
. -ზოგჯერ ახერხებდა აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბებას, ხშირად არგუმენტი არადამაჯერებელი იყო, გაუჭირდა ლოგიკური დასკვნის გაკეთება;
4-3
. -მსჯელობა ძირითადად იყო არათანმიმდევრული, არგუმენტები არადამაჯერებელი, ვერ აკეთებს ლოგიკურ დასკვნას;
2-1
. -ვერ ახერხებს სათქმელის ჩამოყალიბებას.

გაკვეთილზე ჩართულობა
1-2
.-მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას, გამოხატავს გაკვეთილის მსვლელობის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას;
3-4
. -მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, იშვიათად იჩენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავნდება;
5-6
. -მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემას.
მაგ: ზედმეტად ბევრს საუბრობს, აწყვეტინებს მოსაუბრეს, ან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით ადმალოს საკუთარი უცოდინრობა,ზოგჯერ არ სცემს პატივს სხვის მუშაობას;
7-8
. -აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესწილად ამჟღავნებს წინასწარმომზადებულობას, პატივს სცემს სხვის აზრსა და მუშაობას, დამოუკიდებლად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ჩავარდნების გამო;
9-10
. -მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება

No comments:

Post a Comment